ბევრი ყურასცვამი მაქვს, ვაღიარებ. და ყველაზე ხშირად PowerBeats 3-ს ვიყენებ, თუმცა უცაბედად მათ სიდადეს AirPods დაემუქრა. და ამის მიზეზიც არსებობს.
მე არ ვარ AirPods-ების ფანატი, მაგრამ ვერ გავძელი და მაინც ვიყიდე
ერთი თვის წინ ბოლო-ბოლო დავნებდი ზეწოლას და ვიყიდე AirPods. აქამდე ჩემი ნაცნობ-მეგობრების ნახევარმა უკვე მოასწრო მისი შეძენა და პრაქტიკულად ყველა ძალიან კმაყოფილია. მარტივი წესი მოქმედებს: თუ მანამდე ძალიან მოგოწონდა EarPods-ები, მაშინ AirPods-ებიც ასევე ძალიან მოგეწონება.
ამასთან ერთად, ისეთი ყურსაცმელები მჭირდებოდა, რომ შემძლებოდა არა მარტო მუსკის, არამედ გარშემო სივრცის მოსმენაც: როდესაც ქუჩაზე გადადიხარ (და საერთოდ ფეხით ბევრს დადიხარ), უსაფრთხოება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძლიერი ბანების მოსმენა.
შედეგად, AirPods-ის გამოყენება ჩემს შემთხვევაში ძალიან სპეციფიურია. უცაბედათ მათ აღმოაჩნდათ უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც Beats არა აქვს.
რატომ ვერ ჩაანაცვლებ AirPods-ს BeatsX-ით, ან სხვებით
თუ კარგად დავფიქრდებით, ბოლო დრომდე უსადენო ყურსასმენს რეალურად ვერ დავარქმევთ უსადენოს. შეხედეთ მოდელების 95%-ს: რეალობაში ყურასცვამები ერთმანეთთან მავთულით არის მიერთებულია. სხვაობა მხოლოდ ამ კაბელის განთავსებაა. ზოგ მოდელში კაბელი კისერზე გადის, ზოგს — უბრალოდ ჩამოკიდებული აქვს.
AirPods ამ თვალსაზრისით ნამდვილად უსადენოა. თითოეული ყურსასმენი ავტონომიური და სრულფასოვანია. თოთოეულს აქვს აკუმლატორი, ხმის ჩახშობის სისტემა და ცალეკული მიკროფონი.
და უხვად არის გაჯერებული ეფლის ჯადოსნობით. ჩაირჭობ ყურსაცვამს ყურში, სენსორი ამას იგებს და ავტომატურად ხდება კავშირის დამყარება აიფონთან. მიდიხარ და უსმენ მუსიკას, რომელიც ასევე ავოტმატურად ირთვება.
თუმცა აქ ჩნდება შიში. უმავთულობის გამო რომ დავკარგო? ნუ იქნები დაბდური და არ დაკარგავ, გეტყვი მე შენ. და ამ მომენტის გარდა პლუსები პროდუქტს რეალურად მეტი აქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი — რომელიც მე მომეწონა — ფაქტიურად შენ ყიდულობ ორ ცალ უსადენო მონოგარნიტურას. უფრო მეტიც, ასეთ რეჟიმში შეგიძლია დამტენი შალითა არც ატარო.
AirPods შესანიშნავია, როგორც მონოგარნიტურა, თანაც, ორი ცალი გაქვს
შესაძლოა ვერ შეამჩნიე, მაგრამ ყოველი ერთი ცალი AirPods — მინი-კომპიუტერია. დროის რეალურ რეჟიმში მუშაობს ხმაურის დახშობისა და გარემო ხმების შეფასების სისტემა. სენსორები აკონტროლებენ ყურსაცვამის ყურში განთავსების ხარისხს. სენსორული ზედაპირი თვალყურას ადევენებს ხელით შეხებებს. Bluetooth-მოდული უშუალოდ წყაროს უკავშირდება.
სწორედ ამიტომ ეს ყურსაცვამი სრულიად ავტონომიურია. შეიძლება ერთი ცალი დატოვო სამსახურში, მეორე — სახლში. ორივე ცალ-ცალკე გადასარევად იმუშავებს.
ეფლის ჯადოსნობა არა მარტო აპარატურულ ნაწილშია, ე.წ. „ჰარდში“. ცოტამ თუ იცის: თუ უსმენ ერთ ცალ AirPods-ს, მასში მოდის როგორც მარცხენა, ისევე მარჯვენა არხი. ყურსაცვამები ავტომატურად რთავენ სტერეო ხმის იმიტაციას!
რამდენიც გინდა ვიკამათოთ, მაგრამ ქალაქის პირობებში ერთი ცალი ყურსაცვამი უკმჯობესია, ვიდრე — ორი. შენ ჰარმონიაშ ხარ ქალაქთან. შენ არ გჭირდება მუსიკის გაჩერება, რომ რამე გაიგონო. არ არის საჭირო ხელის გაწვდენა, მოხსნა, რომ ვინმეს დაელაპარაკო. შენ ყოველთვის იცი, რომელი მხრიდან მოდის ავტომობილი, საიდან გაიგონე ეს ხმა.
უბარლოდ ბანალურად უსაფრთხოდ ხარ.
როგორ მუშაობს AirPods გარნიტურას სახით
გასაგებია, რომ როდესაც ვსაუბრობთ მონო-გარნიტურაზე, მოთხოვნებიც სხვა უნდა იყოს. ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია — AirPods-ის მიკროფონი გადასარევად მუშაობს. ჩემი ხმა ესმით შესანიშნავად. ხმის გადაცემა უკეთეია, ვიდრე iPhone 7-ის მიკროფონს აქვს.
ერთი მომენტია: ხმაურის დახშობა ვერ შველის, თუ მხოლოდ ერთი ცალი ყურსაცვამი ცალია და ისიც ხმაურიანი მხრიდან. ამ დროს უბრალოდ ხელი მიიფარეთ ყურზე, მეტი არაფერი საჭირო არ არის.
მონო -რეჟიმის წყალობით შალითის ტარების საჭიროებაც არ არსებობს, როდესაც ცალი ყურსაცვამი დაჯდება, მეორეს გაიეკთებ და ეგაა. ანუ 10 საათი გარანტირებულად გაქვს მოსმენის საშუალება.
კიდევ ერთი ნიუნსი: დამტენი შალითა არ თვლის ყურსაცვამს დამუხტულად, თუ ორივე ცალი არ დევს მასში. ამიტომ დატენვის პროცესი დაა ხლოებით საათი-საათნახევრით გრძელდება.
რაც შეეხება ხმის ხარისხს, სასწაულს ნულელოდებით. აქ არ არის აუდიოფილისთვის საჭირო ხრისხი, მაგრამ მომხმარებელთა 90% კმაყოფილი დარჩება. თუ მეტი არა.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა იყიდო AirPods
მესმის, რომ ძნელია $160-იან აქსესუარს დითირამბები უმღერო. ძვირია, კი. მაგრამ იმ ფაქტორების თანწყობა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ამ გარნიტურას ერთ-ერთ საუკეთესოს ხდის.
აშკარად ღირს მისი ყიდვა.