სიახლეები

iOS 11-ში შემოსულ ზარებზე თვითონ უპასუხებს

136views

გქონიათ ისეთი სიტუაცია, როდესაც იძულებული ხართ არ უპასუხოთ ზარს მხოლოდ იმის გამო, რომ ხელები დასვრილი გაქვთ და არ გინდათ ასევე ტელეფონის დასვრაც? ანდა ზამთარში გეზრებათ ხელთათმანის მოხსნა (დიახ ვიცით ლუმიებზე, მაგრამ კვდარზე ან კარგი, ან — არაფერიო)? ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვივარაუდებ, რომ ასეთ სიტუაციაში მრავალი თქვენგანი მოხვედრილა, თუმცა ზოგიერთ უმრაჯვია და ცხვირით უსარგებლია ტელეფონთან ურთიერთობაში. ავტომატური პასუხის რეჟიმის წყალობით, რომელიც iOS 11-ში დაემატა, ზედმეტი ფორიაქი წარსულს ჩაბარდება.

სიახლე უკვე ხელმისაწვდომია iOS 11 beta 1-ში და საკმაოდ ჩამალულია პარამეტრებში. იმისათვის, რომ ეს ფუნქცია გააქტიუროთ, გადადით:

Settings > General > Accessibility > Call Audio Routing > Auto-Answer Calls

აქვე შეგიძლიათ დააყენოთ დროის ის ინტერვალი, 0-დან 60 წამამდე, რომლის გავლის შემდეგაც თქვენი აიფონი ავტომატურად უპასუხებს ზარს.

ასევე შესაძლებელია იმ მოწყობილობის მითიტება, სადაც წავა ხმა. ეს შეიძლება იყოს უშლოდ ტელეფონი, ყურსასმენი, ხმამაღლამოლაპარაკე.

Comments

comments

Leave a Response