სიახლეები

Apple-ს სურს დაიბრუნოს ჯადოსნური “One More Thing”

112views

ჩვენ მუდმივად ვხედავთ თუ როგორ იჟონება ინფორმაციები კომპანია Apple-თან დაკავშირებით და განსაკუთრებით მათი ახალ პროდუქტების შესახებ. ვარაუდებით და უმეტესი წყაროების მიხედვით ეს ინფორმაციები ძირითადად ჩინეთიდან მოდის. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად თავად კუპერტინოში, Apple-ის მთავარ ოფისში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ საკითხს. ის კომფიდენციალური ინფორმაცია რომელმაც არ უნდა გაჟონოს, განიხილება მხოლოდ ბრიფინგებზე, რომელ ბრიფინგზეც კომპანიის 100 ყველაზე კარგი თანამშრომელი ესწრება. ეს ამართლებს, პრესაში კუპერტინოდან ვერაფერს იგებენ.

პრეზენტაციაზე ვიდეო განკუთვნილი იყო მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაჟონვის თავიდან აცილებასთან საბრძოლველად. არსებობს Apple-ის სპეციალური ჯგუფი, რომელთა სახელიც არ სახელდება და მათ შესახებ არავინ იცის, რომელთა უშუალო საქმე არის ეს, დაიცვან მნიშვნელოვანი ინფორმაციის კომფიდენციალურობა და არ გაახარონ კონკურენტები მედიასთან ერთად. ისინი მუშაობენ მთელ მსოფლიოში მათი გუნდები დაკომპლექტებულები არიან ინჟინერებითა და Apple-ის დეველოპერებით.

ეს გუნდი მას შემდეგ იბრძვის, რაც ჩვენ პირველად პრეზენტაციაზე დავინახეთ წინადადება — “One More Thing” პირველად ტიმმა ამ თემაზე 2012 წელს გაამახვილა ყურადღება, როდესაც ჩვენ მომხმარებლებს დაგვპირდა ამ საკითხის ხარისხის ამაღლება და კომფიდენციალურობის გაორმაგება. დღესდღეობით ის აღშფოთებულია.

ჩვენ  შეგვიძლია  პირდაპირ ჩვენი მაგალითით დავამტკიცოთ, რომ ტიმ კუკს ნამდვილად აქვს აღშფოთების მიზეზი,  რადგან  რამოდენიმე  თვით  ადრე,  ჩინეთიდან  ვიღებთ  ინფორმაცებს  ახალ  iPhone-თან  დაკავშირებით  და  ის  ყოველთვის  99%-ით  ამართლებს…

Comments

comments

Leave a Response