სიახლეები

პროცესორი A10X ახალ რეკორდს ამყარებს

132views

WWDC 2017-ზე ეფლმა წარმოადგინა ახალი პლანშეტები iPad Pro, 10.5 დუიმიანი ეკრანით. რომელმაც ყველა სხვა სიახლესთან ერთად ახალი A10X პროცესორი მიიღო. ამ პროცესორში 6 პროცესორული ბირთვია და 12 ვიდეო-ბირთვი.

ეფლის ახალმა პროცესორმა პატარა რევოლუცია მოახდინა პოპულარულ ბენჩმარკში AnTuTu — ასეთ რევოლუციას თავის დროზე  Snapdragon 835-გან ელოდნენ — 200 ათასი ერთეული გადალახულია. A10X-მა გვიჩვენა შედეგი 234082 ქულა. შედარებისათვის, ამავე ბენჩმარკის წინა ლიდერმა, iPhone 7 Plus 180000-ზე ოდნავ მეტი ქულა აჩვენა.

უნდა აღინიშნოს, რომ iPad Pro მაღალ შედეგებს აჩვენებს არა მარტო AnTuTu-ში. ადრე ახალი პლანშეტი დატესტეს სხვა ასევე პოპულარული ბენჩმარკით, Geekbench, სადაც მოწყობილობამ 3800 ქულა დააგროვა ერთბირთვიან რეჟიმში და 9100 მრავალბირთვიან რეჟიმში.

ახალი პროცესორის ანონსით ეფლმა განაცხადა, რომ A10X წინ უსწრებს A9X პროცესორს ცენტრალური და გრაფიკული რეჟიმებში 30 და 40% შესაბამისად. რასაკვირველია, შემოდგომაზე ახალ აიფონებში წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო ახალი, A11 პროცესორი, რომელსაც კიდევ უფრო მაღალი წარმადობა ექნება.

Comments

comments

Leave a Response