ეფლის ჭკვიანი სპიკერი სულ რამდენიმე დღეა, რაც გამოვიდა და ჟურნალისტებმა დაიწყეს მისი ტესტირება.
ხმა უბრალოდ ხმამაღალი კი არ არის — ამის გაკეთება ნებისმიერ სპიკერს შეუძლია — ის გაჯერებულია. მკაფიოდ დამშავებული მაღლები, ღრმა დაბალი სიხშირეები — მაღალი ხარისხის.
კლასიკური ტრეკები ნაკლებად რთული ხმოვანი რიგით თბილად და ბუნებრივად ჟღერდა, ხოლო კენდრიკ ლამარის ერთ-ერთმა ხისტმა ტრეკმა დაადასტურა დაბალი სიხშირეების მაღალი ხარისხი. რასაკვირველია, შეგრძნება, რომ ცოცხალ კონცერტზე ხარ, არ არის, მაგრამ ხარისხი უდავოდ ძალიან კარგია. — Mashable
დემოზონაში ხუთი ტრეკი უკრავდა: «The Greatest“ — Sia, „Sunrise“ — ნორა ჯონსი, „Superstition“ — სტივ უანდერი, „DNA“ — კენდრიკ ლამარი და „Hotel California“ — The Eagles. HomePod უბრალოდ არანაირი შანსი არ დაუტოვა კონკურენტებს.
HomePod უფრო გაჯერებულად ჟღერს, ვიდრე Sonos Play:3 და გაცილებით უკეთესად, ვიდრე Amazon Echo. — CNET
მან უბრალოდ ჩაიხია ორივე. HomePod გაცილებით უფრო სუფთად ჟღერს და უკეთესად, მუსიკალური ჟანრის მიუხედავად — მოწყობილობა თანაბრად კარგად უკრავს როგორც The Eagles-ს, ასევე ლამარსაც. შეგახსენებთ, რომ სპიკერი შეიცავს უზარმაზარ საბუფერს და შვიდ ტვიტერს, რომლებიც უზრუნველყოფენ მდიდარ და გაჯერებულ ჟღერადობას, ოთახის ნებისმიერ წერტილში. — Engadget
უდავოა, რომ ვერანაირი სიტყვები ვერ შეგვაცვლევინებენ აზრს მანამდე, სანამ ჩვენით არ ვნახავთ ახალ მოწყობილობას. რეალურად ძალიან მაგარი რამე გამოვიდა.
HomePod-ის გაყიდვები 2017 წლის დეკემბერში დაიწყება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და კანადაში. ფასი — $349.