სიახლეები

watchOS 4: ახალი დოკ-პანელი და სხვა სიახლეები

150views

და აი, დადგა მომენტი, როდესაც ეფლმა გვიჩვენა თავისი ჭკვიანი საათის საოპერაციო სისტემის განახლება. როგორც მიღებულია, პირველი ბეტა-ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ავტორიზებული დეველოპერებისათვის.

ახალი იერსახე

პირველი სიახლე გახლავთ განახლებული ციფერბლატები. მაგალიტად, შესაძლებელია ყველა აპლიკაციის ნახვა ერთ-ერთ მათგანში. ის დინამიურად აჩვენებს რელევანტურ ინფორმაციას. განახლებებზე პასუხისმგებელია ასისტენტი Siri.

ან, არის ვარიანტი, რომ დააყენოთ კალეიდოსკოპი, რომელიც შედგენილია სხვადასხვა პროგრამებისაგან.

ასევე დაამატეს პერსონაჟები „სათამაშოების ისტორიიდან“.

შეცვლილია აგრეთვე დოკ-პანელიც.უბრალოდ გაატარეთ თითი ეკრანის ქვედა ბოლოში და მიიღებთ მრავალამოცანიანობას, ისევე როგორც iOS-ში

აქტივობა

აქტივობა უფრო პერსონიფიხირებული გახდა — გაჩნდა შეხსენებები ვარჯიშებზე (მომავალი, ან დაუსრულებელი). ხოლო თვითონ საათი აიძულებს მომხმარებელს განახორციელოს ესა თუ ის მოქმედება, ხელზე უწყვეტი ვიბრაციებით.

ვარჯიშების სისტემაც გაუმჯობესდა. უბრალოდ შეეხეთ ეკრანს და დაიყეთ მაგალიტად სირბილი. გამოჩნდა ვარჯიშების ახალი ტიპები — გასეირნება, ველოსიპედის ტარება და ა.შ.

კუპერტინომ აქცენტი ვარჯიშებზე გადაიტანა. ახლა საათი შეგიძლიათ მიუერთოთ სპორტულ დარბაზში არსებულ ტრენაჟორებს (საინტერესოა, ჩვენს დარბაზებში თუ დგას ასეთი ტრენაჟორები).

Apple Music ასევე გააუმჯობესეს

საათის მუსიკალური აპლიაკცია სრულიად გადასხვაფერდა. გაადვილდა მუსიკალური ტრეკების გადაფურცვლა. ახლა საათი კიდევ უფრო ინტეგრირებულია AirPods-ებთან.

დეველოპერებმა მიიღეს API-ების ახლი ნაკრებები, მათ შორის ეკრანის ავტომატური ტრიალის, ფონური ნავიგაციის და ფონური აუდიო-ჩაწერის შესაძლებლობები. აპლიკაციის ინტერფეისი კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა.

შეგეძლებათ მოირგოთ კონკრეტული დაკვრის სიები კონკრეტული ტიპის ვარჯიშებზე. მაგალითად, სირბილის დროს Siri თვითონ ჩართავს ალბომს Major Lazer, რომელიც თქვენ მიამაგრეთ ამ აქტოვობაზე.

და ყველაზე სასიამოვნო

განახლება ხელმისაწვდომი იქნება Apple Watch-ის ყველა თაობისათვის!

Comments

comments

Leave a Response