ჭორები ამ ახალი მოდელის შესახებ დიდი ხანია დაფრინავს ქსელში. და აი, ბოლო-ბოლო ეფლმა გვიჩვენა სრულიად ახალი აიპედი, iPad Pro 10.5. მან შეცვალა 9.7 დუიმიანი iPad Pro.
ახალმა მოდელმა იმდენად წვრილი ჩარჩო მიიღო, რომ ფაქტიურად კლასიკური აიპედის ზომებში დარჩა, მაგრამ ეკრანის ზმომამ იმატა, 9.7-დან 10.5 დუიმამდე.
სიახლემ მიიღო ეკრანი 120 ჰერცი განახლებით, 60-ის ნაცვლად. ამის გარანტირებულია მუშაობის სინარნარე, რაც ფაქტობრივად მიუღწევადია ანდროიდ-ტაბლეტებზე.
ტექნოლოგიის, ProMotion წყალობით გაიზარდა ასევე Apple Pencil-ის გამოხმაურების დროც: დაყოვნება 20 მილიწამამდე დაეცა. ხოლო აკუმლატორის დაზოგვისათვის ეკრანის განახლების სიხშირე ცვალებადია: როდესაც საჭიროა, ის 24, ან 48 ჰერცამდე დაიწევს.
iPad Pro 10.5-ის ტვინი გახდა მძლავრი პროცესორი A10X. ახალი, 6 ბირთვიანი პროცესორი 30%-ით უფრო სწრაფად მუშაობს, ხოლო გრაფიკა — 40%-ით უფრო სწრაფად. პლანშეტის ავტონომიური მუშაობის დრო კვლავ 10 საათია.
პლანშეტი გრაფიკას რამდენჯერმე უფრო სწრაფად ამშავებს, ვიდრე სამაგიდე კომპიუტერების პროცესორი Intel Core i7 — მხეცია, მხეცი!
პლანშეტს შეუძლია დაუძალებლად დაამატოს სხვადასხვა ფილტრები გრაფიკულ ფაილებზე და დაამუშაოს რთული პროცესები.
ეს პლანშეტი — იდეალური ხელსაწყოა გადაღებისათვის, მონტაჟისათვის და პროფესიული ხარისხის ფოტოების დამუშავებისათვის.
აღნიშნული მოდელის შესაძლებლობბეის დეტალურ მიმოხილვას სულ მალე შემოგთავაზებთ.