სიახლეები

iOS 11-ში ქართული კლავიატურა იქნება!

470views

როგორც იცით, გუშინ, 5 ივნისს ჩატარდა კომპანია ეფლის დეველოპერების მორიგი კონფერენცია, WWDC 2017. უამრავი სიახლე წარმოგვიდგინეს ამ ღონისძიებაზე, რაზეც მომდევნო სტატიებში მოგითხრობთ დეტალურად. ახლა კი მინდა შევჩერდე იმ საკითხზე, რაც საქართველოში ეფლის მობილური ტექნიკის ყველა მომხმარებელს აწუხებს. ეს ქართული კლავიატურაა iOS-ში.

დიახ, სწორად მიხვდით, ამ ეტაპზე სისტემური ქართული კლავიატურა არ გვაქვს. რაც ორი სხვა მოწინააღმდეგე ბანაკიდან მუდმივად იყო დაცინვის და ქილიკის საგანი.

თუმცა ზოგეირთს მოკლე მეხსიერებ აქვს (ან უბრალოდ არ იცის, ასეც ხდება ხოლმე) და ავიწყდება, რომ iOS-ში სისტემური კლავიატურა ჯერ კიდევ iOS 5-ში, 6 წლის წინ გამოჩნდა. ბეტა ვერსიებში ჩანდა, მაგრამ რელიზში ეფლმა ის კვლავ გადამალა. მერე იყო მთელი ეპოპეა, თუ როგორ უნდა გაგვეაქტიურებინა ეს სისტემური კლავიატუარა მოკვდავებს. დაიწერა სახელმძღვანელობეის მილონობით სტრიქონი (ძველ დაწერილს ხომ არავინ არ კითხულობს!). მაგრამ რად გინდა? iOS 8-ის გამოსვლის შედეგ უცებ აღმოჩნდა რომ ეს კლავიატურა ისევ წაგვართვეს, როგორც მოგვცეს და ძაღლმადურად გვირჩიეს, აგერ გარე კლავიატურების დაწერის ფუნქცია დავმატეთ, დაწერეთ თქვენთვის და თავი დაგვანებეთო. სხვა გზა იყო რაიმე? არაფერი.

ფოტო: მირიან ქორიძისა

გაგვიმართლა იმაში, რომ ჯერ კომპანია ლემონუდმ და მერე შავგულიძე-ქორიძის საინიციატივო ჯგუფმა ითავეს ახალი ტექნოლოგიით ქართული კლავიატურის შექმნა. ითავეს და შექმნეს კიდევაც. ლემონდუს „ღ“, შავგულიძე-ქორიძის ალიანსის „ა“ კლავიატურები მრავალი წელი გვემსახურნენ და დიდი სიამოვნება მოგვანიჭეს.

მაგრამ, მე მგონი დგება ახალი ხანა ქართველი ეფლისტებისათვის. iOS 11-ში კვლავ გამოჩნდა ქართული კლავიატურის ნიშანწყალი და ეს საოცრად გვახარებს ჩვენ, უბრალო მომხმარებელბს. თუმცა ეს ლოგიკური იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რა დიდი სამუშაო ჩაატარა საქართველოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით. სამწუხაროდ დეტალებს ვერ დავწერ, მაგრამ ეს ინფორმაციაც იკმარეთ იმისათვის რომ გაიგოთ: ქართული კლავიტურა iOS-ში იქნება!

ეს ფრიად სასიხარულო აღმოჩენა გემუგის წევრმა, „ა“ კლავიატურის ავტორმა, გიორგი შავგულიძემ აღმოაჩინა პირველმა და გვახარა ყველას!

იხარე სტივ, ზეციურ კუპერტინოში! 😉

Comments

comments

Leave a Response