სიახლეები

iMac Pro: კოსმიური სამუშაო სადგური

148views

გინდა ბნელ მხარეზე გადმოსვლა? არა? მოგიწევს!

ეფლმა გუშინ ჩატარებულ WWDC 2017-ზე წარმოადგინა ყველაზე მძლავრი iMac.

კომპიუტერი, რომელსაც iMac Pro ქვია, ფანტასტიური 27 დუიმიანი Retina ეკრანით (რომელიც მხარს უჭერს გაფართოებულ ფერთა გამას P3), ყველაზე მძლავრი სამუშაო სადგურია მაკებს შორის.

და ამაში საოცარი არაფერია. ის აღჭურვილია 8-, 10- და 18- (SIC!) ბირთვიანი Xeon პროცესორებით და გრაფიკული სისტემით AMD Radeon Pro Vega, 16 გბაიტი ვიდეო მეხსირებით HBM2. კომპიუტერის სიმძლავრე 22 (!!!) ტერაფლოპსი. გრაფიკული სისტემა Radeon Pro Vega სამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინამორბედ მოდელში.

ავტორთა განცხადებით, iMac Pro 18 ბირთვიანი პროცესორით და Hyper Threading ტექნოლოგიით ადვილად შეძლებს ნაწილაკების მოდელირებასა და რნდერინგს, 2D და 3D ში, 4K ვიდეოს მონტაჟს, ხმის ეფექტების შექმნას. და ეს ყველაფერი რეალურ დროში.

ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური ოდენობა 128 გიგაბაიტია.

iMac Pro-ში 4 Thunderbolt 3 პორტია. აქ შეგიძლიათ შეაერთოთ ორი 5K მონიტორი და შედეგად მიიღოთ ეკრანი 44 მილიონი პიქსელით.

კომპიუტერი შესრულებულია მუქ ნაცრისფერ ფერებში და დაკომპლექტებულია იმავე ფერის Magic Mouse 2 და Magic Keyboard-ით.

ახალი მოდელი ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის დეკემბრიდან და საწყისი მოდელის ფასი $4999-ია.

უბრალო მოკვდავთათვის ასევე არის სასიამოვნო სიახლე, ვინაიდან ეფლმა არსებული iMac-ებიც განაახლა.

ახალმა კომპიუტერებმა მიირეს განახლებული პროცესორები Kabi Lake, მეშვიდე თაობის Intel Core i5 и i7. გრაფიკა წარმოდგენილია Radeon Pro 500 მოდელის ნაირსახეობებით.

iMac-ის ყველა მოდელი აღჭურვილია Thunderbolt 3 (USB‑C) 2 პორტით. გაცვლის სიჩქარე აღწევს 40 გიგაბიტს წამში.

კორპუსის სისქე კვლავაც 5 მილიმეტრია კიდეებზე.

Comments

comments

Leave a Response