WWDC 2017-ის პრეზენტაცია Apple TV-ზე საუბრით დაიწყო, თუმცა აქ ბევრი არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ერთადერთი სიახლე გახლავთ ის, რომ Apple და Amazon შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. ამით დასრულდა ინოვაციები ამ მოწყობილობაში.
კომენტატორებს პირზე შეახმათ კითხვა: თუ მხოლოდ ეს პაწია სიახლე უნდა გაგვეგო, რატომ დაურიგეს დეველოპერებს Apple TV-ის დეველოპინგის ნაკრებები?
ნუ, ერთი ალილულია მღვდელსაც შესცდებაო, ნათქვამია.