სიახლეები

ხელოვნური ინტელექტის ჩიპი აიფონის ახალ მოდელში

124views

Apple უკვე კარგა ხანია დაკავებულია ხელოვნური ინტელექტის შექმნისა და მანქნაური სწავლების პროცესით. ამ დღეებში გამოჩნდა ინფორმაცია აიფონის სამომავლო მოდელში ამ სიახლეების დანერგვის შესახებ.

ახალი ჩიპი, Neural Engine შესაძლებლობას მისცემს ეფლს გადაიტანოს მსგავსი ამოცანები ცალკე მოდულში, რომელიც სპეციალურად ხელოვნურ ინტელექტთან სამუშაოდ არის განკუთვნილი. შედეგად, კომპანია შეძლებს ავტონომიური მუშაობის დროის გაზრდას. ხელოვნურ ინტელექტტან სამუშაოდ განკუთვნილი პროცესორი ინტეგრირებული იქნება კომპანიის მრავალ მოწყობილობაში, აიფონის და აიპედის ჩათვლით. — ამტკიცებს წყარო.

ცოტა ადრე ტიმ კუკმა გადაკვრით ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კომპანიის პროდუქტებში და საუბარი პირველ რიგში ასისტენტ Siri-ზე იყო — „მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ამოუწურავია. ჩვენ დღეს უკვე ვიყენებთ მას, მაგრამ მომავალში მისი გამოყენების არეალი უფრო გაიზრდება“.

წყარო: Engadget

Comments

comments

Leave a Response