ჩვენ ყველანი ვართ Apple-ის ღონისძიების მოლოდინში — WWDC 2017! ამ ღონისძიებაზე Apple-სგან ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს ღონისძიების დასაწყისშივე. როგორც წესი WWDC-ზე წარმოგვიდგენენ პროგრამულ პროდუქტებს. მაგრამ სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ვნახოთ ახალი iPad-ი. ამის შესახებ ინფორმაცია უფრო და უფრო ზუსტდება, ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ახალი iPad-ისთვის დამზადებული დამცავი ჩიხოლების ფოტოები. თუ დააკვირდებით ფოტოებზე, iPad-საც ისეთივე ვერტიკალური ორი კამერა აქვს, როგორსაც ახალ iPhone-ს უწინასწარმეტყველებენ.
შეგახსენებთ, Apple-ს 2017 წლის WWDC-ის ღონისძიება გაიმართება 5 ივნისს 10:00 საათზე.