არსებობს უამრავი ჭორი, რომ ახალი iPhone-ის პოტენციური მყიდველთა რაოდენობა მიმდინარე თაობებთან შედარებით ძალიან გაიზარდა, ეს სავსებით ლოგიკურია. რატომ? მიზეზი მარტივია, Apple წელს მომხმარებელს განსაკუთრებულად ინოვაციური და განვითარებულ გაჯეტს შესთავაზებს მსოფლიოს.
კომპანია გააცნობს ხალხს სრულიად ახალ მოწყობილობას, მოსალოდნელია, რომ მოწყობილობამ მიიღოს OLED ეკრანი, რომელიც ასევე ერთერთი მიზეზია სმატფონის გაძვირებისა, მისი ბევრი კომპონენტიც გახდება უფრო ძვირი.
კიდევ უფრო ძვირი ხდება იმის გამო თუ რაც იმალება ამ OLED ეკრანის ქვეშ, ახალი 3D სენსორი რომელიც 1.5-ჯერ უფრო ძვირი ეღირება ვიდრე წინამორბედის. ზუსტად იგივე ეხება თითის ახალ სკანერს, რომელიც ეკრანში იქნება ჩამონტაჟებული.
თანხაში სხვაობა ცალცალკე კომპონენტში ნამდვილად არ არის დიდი — დაახლოებით 7-19 დოლარი, მაგრამ საერთო ჯამში iPhone-ის ფასი 100-150 დოლარით მოიმატებს, რასაც ანალიტიკოსების უმეტესობა გვიწინასწარმეტყველებს.