სიახლეები

Apple Store-მა 16 წლისთავი აღნიშნა. რა ხდებოდა 2001 წელს?

94views

Apple Store — მრავალი გაკვირვებული ადამიანი, დიდი რაოდენობით მომხმარებელი, საოცარი ატმოსფერო, დიდი თანხების სანაცვლოდ მიღებული ნანატრი, საყვარელო და საუკეთესო გაჯეტები. ეს დაიწყო 2001 წლის 19 მაისს.

ზუსტად 16 წლის წინ, 19 მაისს Tysons Corner-ის ცენტრში, ვირჯინიაში გაიხსნა მსოფლიოს პირველი Apple Store. სტივის აქტიურობით და ზედამხედველობით, პირველი Apple Store აღმოჩნდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, სტივმა ირწმუნა მისი წარმატება და ასეც მოხდა.

დილით როდესაც მზე ჯერ კიდევ ახალი ამოსული იყო, Apple Store-ის მაღაზიასთან, კარებთან 500-ზე მეტი ადამიანი იდგა და ელოდება გაჯეტებს, ეს ხდებოდა გამუდმებით, მოთხოვნა იზრდებოდა, ათენებდნენ მაღაზასთან და ელოდნენ მთელი ღამეები, რომ პირველს ეყიდათ Apple-ის პროდუქცია.

ამ ყველაფრის შემდეგ წამოვიდა სურვილები სხვა ქვეყნებიდან, შეიქმა პეტიციები, რომ მათ ქვეყნებში და ქალაქებშიც გახსნილიყო Apple Store. დღესდღეობით 495 Apple Store-ია მსოფლიოში. ჩვენ კი იმ ქვეყნების რიცხვში შევდივართ, რომლებიც ელოდებიან, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენს ქვეყანაშიც გაიხსნება მინიმუმ ერთი Apple Store მაინც.

Comments

comments

Leave a Response