Apple-ის ახალი სმარტფონის გამსოვლამდე სულ რამდენიმე თვე რჩება. ტრადიციულად, წინა თაობის მოდელების მფლობელებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, გადავლენ თუ არა ისინი შემდეგ მოდელზე.
საინვესტიციო კომპანიის, Morgan Stanley-ს კვლევამ ცხადყო, რომ Apple-ის ლოიალური მყიდველების რიცხვი 92% აღწევს, გასული წლის 86%-თან შედარებით. გამოკითხვაში 1000 მომხმარებელი მონაწილეობდა. როგორც ხედავთ, ეს ახალი რეკორდია.
რესპოდენტებმა განაცხადეს, რომ ძალიან მაღალი ალბათობით კვლავ გადავლნ iPhone-ის ახალ მოდელზე შემდეგი 12 თვის განმავლობაში. ადრე ასეთ მაღალ მაჩვენებელს მხოლოდ iPhone 6s აჩვენებდა.
ექსპერტები ასეთ დამოკიდებულებას უკავშირებენ Galaxy Note 7-ის გაყიდვების ჩავარდნას და iPhone 8-ში ინოვაციების მოლოდინს.
წყარო: AppleInsider