აი, დადგა სწორედ ის მომენტი, რომელსაც ასე ელოდებიან ხოლმე Apple-ის მომხმარებლები. Apple-მა გამოუშვა iOS-ის მორიგი განახლება, 10.3.2.
სიახლეების სიაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სტაბილურობის მომატებაზე და შეცდომების გასწორებაზე. ცვლილებების დიდი ნაწილი ეხება შიდა კომპონენტებს, როგორიცაა SiriKit, WebKit Safari და Transport Layer Security (TLS) და ა.შ.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. Apple-მა ასევე გამოუშვა განახლებები სისტემებისთვის: watchOS 3.2.2, tvOS 10.2.1 და macOS 10.12.5.
macOS-ის ბოლო ვერსიაში შემდეგი ცვლილებებია:
- USB-ყურსაცვამებში ხმის ბორძიკი;
- Mac App Store-ის თავსებადობა პროგრამული უზრუნველყოფის სამომავლო განახლებებთან;
- დამატებულია Windows 10 Creators Update-ის ინსტალაციის შესაძლებლობა Boot Camp-ის საშუალებით.
რაც შეეხება სხვა სისტემებს, იქ ყველაფეირ მარტივადაა — წარმადობის მატება და შეცდომების გასწორება.