აიფონის მრავალი მომხმარებელი გამალებით ელის ჯეილბრეიკის გამოსვლას iOS 10.3.1-ისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდხანს მოუწევთ დალოდება.
როგორც ჩინური ფორუმიდან Weibo გახდა ცნობილი, ჰაკერულმა ჯგუფმა Pangu Apple-ს iOS-ის შეტეხვის ხელსაწყოები 1.25 მლნ დოლარად მიყიდა.
ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჰაკერულ ჯგუფს საზოგადოებაში ახალი სტატუსი გაუჩნდა — „მობილური ინტერნეტის უსაფრთხოების კვლევითი გუნდი“. ეს ირიბად ადასტურებს ზემოთ მოცემულ ინფორმაციასაც.
ამის გარდა, ჰაკერების დახურულ კონფერენციაზე გამოჩნდა წარწერაც „Pangu არ უდრის ჯეილბრეიკს“.
როგორც ჩანს, ამ გუნდმა შეწყვიტა Apple-ის საოპერაციო სისტემის შეტეხვის მცდელობები და ყველა ხელსაწყო კუპერტინოს მიყიდა. მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ჭორია.
წყარო: OI