სიახლეები

Apple-ის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები

320views

Apple-მა მიმდინარე ფინანსური წელის მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. მოდი ვნახოთ ციფრები.

ჯერ კარგი ამბებით დავიწყოთ:

  • ამონაგებმა $51,89 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც  5% ზრდას წარმოადგენს;
  • სუფთა მოგება $12,5 მლრდ დოლარი (გასული წლის იგივე პერიოდში $10,5 მლრდ);
  • შემოსავალი სერვისებიდან $7,04 მლრდ დოლარი (ზრდა 17,3%-ით);
  • Mac-ების გაყიდვები გაიზარდა 200 ათასით (ცალებში) — 4,19 მლნ. მოწყობილობა.

სიამაყით გვინდა გაცნობოთ მეორე ფინანსური კვარტლის შესახებ, რომელშიც შემოსავლების ზრდა გაძლიერდა გასული წლის დეკემბერთან შედარებით და განპირობებულია მყარი მოთხოვნით iPhone 7 Plus-ზე. მომხმარებლებმა შესანიშნავად მიიღეს ორივე მოდელი. ასევე გვინდა ავღნოშნოთ სერვისების ბიზნესის ზრდის ძლიერი დინამიკა, რამაც ჯამურად უზრუნველყო კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი შემოსავალი. — ტიმ კუკი.

iPhone-ების გაყიდვებმა შეადგინა 50.7 მლნ. ეგზემპლარი, წინა წლის იგივე პეიროდში 51.1. მლნ. მოწყობილობა გაიყიდა (1%-ით ნაკლები). აი, iPad-ების გაყიდვები კი დრამატულად დაეცა, 13%-ით — 8.92 მლნ. ცალი 10.3 მლნ. ცალის სანაცვლოდ 2016 წელს.

Apple Watch-ის გაყიდვების ოდენობა კვლავ არ გაჟღერებულა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრები არ ვიცით, ტიმ კუკმა აღნიშნა ამ მოწყობილობის გაყიდვების გაორმაგება. დირექტორთა საბჭომ ასევე თანხმობა განაცხადა აქციონერებისათვის კაპიტალის დაბრუნებაზე 50 მლრდ. დოლარის ოდენობით. 2019 წლის მარტამდე დაგეგმილია 300 მლრდ. დოლარის დაბრუნება.

Apple-ის ანგარიშების ფონზე აქციების ფასი 1.84%-ით დაეცა — 144.8 დოლარამდე.

წყარო: BusinessWire

Comments

comments

Leave a Response