სიახლეები

Siri-მ მეთევზეები გადაარჩინა

467views

გასულ კვირას მაიამიში დიდი შტორმი იყო, ხოლო Siri-მ მეზღვაურების სიცოცხლე გაადრჩინა, რომლებიც ამ შტორმში მოხვდნენ. ამის შესახებ FOX 4 გვატყობინებს.

ჯერ ძლიერი ქარი ამოვარდა, რასაც მოყვა დიდი ტალღები. სულ მალე გასაგბეი გახდა, რომ ნავის გადარჩენის შანსი მიზერული იყო.

მეთევზეებმა მოასწრეს მაშველი ჟილეტების ჩაცმა ნავის ჩაძირვამდე. ერთ-ერთმა სცადა სამაშველო სამსახურის ნომრის აკრეფა, მაგრამ სველი თითების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სენსორი არ რეაგირებდა.

მათ iPhone 7 ჰქონდათ, რომელიც წყალგაუმტარია. მეთევზემ ნომრის აკრეფვა ვერ შეძლო, სამაგიეროდ მან ისარგებლა Siri-თ და ბოლო-ბოლო დარეკა 911-ში. — გვიყვება პოლიციის სერჟანტი ჯეიმს ბარეტი.

საიდუმლოებით მოცული დარჩა ფაქტი, თუ რატომ არ ისარგებლეს მეთევზეებმა გემის რაციით.

წყარო: TNW

Comments

comments

Leave a Response