სიახლეები

AirPods-ის მფლობელთა 98% კმაყოფილია

542views

კვლევითმა კომპანია Creative Strategies and Experian ჩაატარა გამოკითხვა 942 ადამიანს შორის. კითხვა ეხებოდა მომხმარებელთა დამოკიდებულებას AirPods-ებთან — მფლობელთა 98% კმაყოფილია შენაძენით.

მათგან 82% ამბობს, რომ ისინი „ძალიან კამყოფილი“ არიან, კიდევ 16% — „კმაყოფილი“. დანარჩენი ორი პროცენტი „არ არის კმაყოფილი“ ან „უკმაყოფილოა“.

შედარებისათვის, ერთი წლით ადრე აიფონების მფლობელთა 92% სრულიად კმაყოფილი იყო სმარტფონით, 2015 წელს — 97%. ეს ნიშნავს, რომ AirPods ეფლის ყველაზე პოპულარული პროდუქტია ბოლო წლებში. გამოკითხვის შედეგად მომხმარებელთა 75% რეკომენდაციას გაუწევდა AirPods-ს მეგობრებში.

98% კმაყოფილია დამუხვის ხანგძლივობით (15 წუთი 100%-მდე), 95% — კორპუსის დიზაინით და ჩიპით W1. ამის გარდა, გამოკითხულთა 95% თვლის, რომ AirPods საკმაოდ დიდი ხანი მუშაობს, ხოლო 93% დარმწუნებულია, რომ AirPods კარგად ზის ყურებში. ერთადერთი მინუსი — ეს ყურსაცმელი კვლავ დიდ დეფიციტშია.

წყარო: 9to5mac

Comments

comments

Leave a Response