სიახლეები

ჯეილი iOS 10.3.1-ისათვის შემდეგ კვირაში

256views

ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo გამოჩნდა ფოტო ჰაკერების დახურული კონფერენციიდან (უკვე ცოტა სასაცილოა). ირწმუნებიან, რომ Pangu მალე გამოუშვებს ჯეილბრეიკს iOS 10.3.1 ვერსიისათვის.

ფოტოებზე ჩანს, რომ ჰაკერებმა შეტეხეს iOS 10.3.1. ღონისძიება Mercedes Benz Arena-ზე მიმდინარეობდა, შანხაიში. მასზე დასასწრებად ბილეთებიც კი იყიდებოდა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალურ საიტზე სიტყვაც არ თქმულა. სავარაუდოთ, ჰაკერების შიდა წრეებში იყიდებოდა.

როგორც წყარო გვატყობინებს, აღნიშნული ჯეილი შემდეგ კვირას უნდა გამოვიდეს.

პ.ს. ამასწინათ ცნობილმა ჰაკერმა iOS10.3-ს „ჯოჯოხეთური განახლება“ უწოდა, გვამცნო რომ ეს ვერსია ვეღარ გატყდებოდა და დატოვა ჯეილ-ბრეიკ სცენა.

წყარო: iClar

Comments

comments

Leave a Response