ამისათვის დაგვჭირდება Mac-კომპიუტერი, ნებისმიერი.
რაზეა თემა: არსებობს უფასო და ძალიან კარგი პროგრამა, CoconutBattery. რომლის გადმოქაჩვა შესაძლებელია ამ საიტიდან.
თავდაპირველად CoconutBattery განკუთვნილი იყო მხოლოდ კომპიუტერის აკუმლატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად, შემდეგ ვერსიებში მობილური მოწყობილობების აკუმლატორების დიაგნოსტკაც დაემატა, რითაც ჩვენ ახლა ვისარგებლებთ.
საკმარისია სმარტფონი მივუერთოთ ჩვენს კომპიუტერს, ჩავრთოთ CoconutBattery და გადავიდეთ პროგრამის ჩანართზე iOS Device, რომ დაუყოვნებლივ გავიგებთ ყველა დეტალს.
ყოველი შემთხვევისათვის, გავარჩიოთ, თუ რას ნიშნავს თითოეული პუნქტი:
- Current Charge: აკუმლატორის მუხტის დონე ამ მომენტში;
- Maximum Charge: აკუმლატორის მუხტის მაქსიმალური შესაძლო დონე;
- Design Capacity: აკუმლატორის მუხტის ქარხნული დონე;
- Loadcycles: დამუხტვა-განმუხტვის ციკლების ოდენობა.
ჩემს პირად აიფონს, როგორც ხედავ უკვე 784 ციკლი აქვს, საკმაოდ მობერებულია.
რისთვის არის ეს საჭირო
CoconutBattery გვეხმარება გავიგოთ, საჭიროა, თუ არა აკუმლატორის გამოცვლა, თუ ჯერ ადრეა. აკუმლატორის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი იმუშავებს ის, რამდენად სწრაფად განიმუხტება და ა.შ.
აბა, შეამოწმეთ თქვენი აიფონები და შედეგები კომენტარებში დაწერეთ.