ჩემი iPhone იტენება ხან 100%-ზე ხან კიდევ 98%-ზე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც უფრო ნაკლებზეც გაჩერებულა. რა არის ამის მიზეზი?
ძალიან ხშირად ეს პრობლემა არის პროგრამული სისტემის გამო, რომელიც ძალიან მარტივად, უბრალოდ სისტემური გადატვირთვით შეგვიძლია მოვაგვაროთ. ან iTunes-ის საშუალებით. ყველზე ხშირად ამ სიმპტომზე ვარაუდობენ, რომ კაბელი რომლითაც მუხტავენ დაზიანებულია, ან თვითონ iPhone-ის პორტშია პრობლემა. ამის დადგენა ძალიან მარტივად შეგიძლიათ, ბევრი ფიქრის გარეშე, უბრალოდ გამოიყენეთ სხვა კაბელი, თუ iPhone-ის პროცენტები არ შეიცვალა, შესაბამისად გამოირიცხება კაბელის პრობლემა.
ყველაზე კარგი ვარიანტი ამ დროს მაინც iPhone-ის სერვის ცენტრში მიტანაა, მაგრამ გაითვალისწინეთ, სანამ მიიტანთ ცადეთ სისტემური გადატვირთვა:
Settings >> General >> Reset >> Reset All Settings