სიახლეები

მხოლოდ iPhone-ით შეგიძლიათ შეიძინოთ მატარებლის ბილეთები საკომისიოს გადახდის გარეშე

341views

რკინიგზის დეპარტამენტმა დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა, App Store-ში არსებულ აპლიკაციას დღეიდან აქვს მხარდაჭერა, რომლის თანახმადაც საკომისიო გადასახადიდან ვთავისუფლდებით. ეს არის პირველი აპლიკაცია, რომელსაც აქვს მსგავსი პროგრამული მხარდაჭერა.

აპლიკაცია გამოირჩევა მარტივი ფუნცქციებით, გაქვთ გვერდი სადაც გიჩვენებთ მატარებლების საერთაშორისო ტრანზიტებს და ტრანზიტების გრაფიკებს. თქვენ შეგიძლიათ მარტივად პირდაპირ თქვენი ანგარიშიდან შეიძინოთ ბილეთები, ასევე ნახოთ თქვენი გადახდები და შესაბამისად მიიღოთ სურპრიზად ბონუსები. ბილეთის ფასი შეესაბამება ოფიციალური რკინიგზის საიტის ფასს.

დეველოპერები გვპირდებიან, რომ სამომავლოდ დაემატება Apple Pay-თ გადახდა, რის შემდეგაც მხოლოდ რამოდენიმე დაწკაპუნება იქნება საჭირო.

Comments

comments

Leave a Response