სიახლეები

დამტკიცებულია: Apple ტესტავს ავტონომურ ავტომობილებს!

228views

Business Insider-ის მიერ მიღებული დოკუმენტების თანახმად, Apple-მა შეიმუშავა სასწავლო პროგრამა საკუთარი თანამშრომლების ავტონომიურად მოძრავ ავტომობილებთან მუშაობის ტრენინგისათვის.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია „Apple-ის ავტომატიზირებულ სისტემაზე“ და დეველოპმენტის პლათფრომაზე. ჭორების თანახმად, საკუთარი ავტონომიური ავტომობილის ტესტირება ჩაფლავდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე.

აღინიშნება, რომ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მხოლოდ ერთია. თუ მძღოლი ხელს მოკიდებს საჭეს, ან დააჭერს სატერფულს, ავტოპილოტი ავტომატურად გაითიშება.

დოკუმენტებზე დაყრდნობით, მძღოლმა შვიდი ტესტი უნდა გაიაროს მომზადების ფარგლებში, სანამ Apple-ის პროგრამულ პლათფრომასთან მუშაობის ნებას დართავენ. ყოველი მძღოლი გაივლის ორ პრაქტიკულ ტესტს და სამ თეორიულს.

წყარო: Macrumors

Comments

comments

Leave a Response