სიახლეები

ტიმ კუკი გეებისადმი დამოკიდებულებას აპროტესტებს

193views

კომპანია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში არასაკმარისად სწორად ექცევიან LGBT-თემის ადამიანებს. ამის შესახებ მან განუცხადა საუნივერსიტეტო გამოცემას, The Plainsman.

კუკი არასდროს უარყოფდა თავის სექსუალურ ორინეტაციას. მან აღიარა, რომ წარმატებული კომპანია შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომელიც ღებულობს ადამიანებს თავიანთი მრავალფეროვნებით და წინ წევს ნოვატორობას და ხელოვნებას. და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კორპორაცია არ იზიარებს ამ თვალსაზრისს, კუკმა აღნიშნა, რომ დამიკიდებულება LGBT-თემის მიმართ თანდათანობით იცვლება უკეთესობისაკენ.

სამწუხაროდ, ეს ცვლილებები ისე არ ხდება, როგორც ეს მე მსურს. ყოველი ადამიანი იმსახურებს თანაბარ უფლებებს. მე არ ვსაუბრობ რაიმე განსაკუთრებულ უფლებებზე, არამედ ისეთზე, რომელიც ყველას აქვს. მე ვთვლი, რომ ეს წესი შეესაბამება არა მარტო LGBT-თემს, არამედ ბევრ სხვა საზოგადოებასაც. — განაცხადა ტიმ კუკმა.

Apple-ის მეთაური დარწმუნებულია, რომ გენდერული უთანასაწორობა კომპანიებს კარგვინებს კარგ სპეციალისტებს. ხოლო თანასწორობას, პირიქით შრომის ბაზრის განვითარება მოაქვს. მამაკაცების და ქალების თანაბარ ოდენობას სხვადასხვა დარგებში მშპ-ის ზრდა მოყვება და გამოშვებული პროდუქციის ხარიხსის მატებაც.

კუკი ასევე დარწმუნებულია, რომ ქალების ნაკლებობას სამცნიერო-ტექნიკურ სექტორში მოყვება ინოვაციების კლებაც. „ისინი [ქალები]  მეტნი უნდა იყვენენ“.

Comments

comments

Leave a Response