ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა კომპანია Apple-ის ლეგენდარული თანა-დამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი. მისი აზრით, 50 წლის შემდეგ კომპანიის იერსახე შესაძლოა იმდენად შეიცვალოს, რომ მასში ახლანდელი Apple-ის ამოცნობა შეუძლებელი იქნება. თუმცა ვოზნიაკი დარწმუნებულია, რომ ამაში ცუდი არაფერია. მსგავსი ცვლილებები გაიარა ყველა წარმატებულმა კომპანიამ, რომლებმაც გაიაზრეს, რომ დროა განვითარების შემდეგ საფეხურზე გადავიდნენ.
„Apple კიდევ ძალიან დიდხანს იარსებებს, — განაცხადა ვოზმა. — ვფიქრობ, ის IBM-ის რეკორდსაც მოხსნის. უბრალოდ შეხედეთ Apple-ის მდგომარეობას (გასული კვარტლის მიხედვით ნაღდი ფულის ოდენობამ 246 მლრდ. დოლარს გადააჭარბა). მას შეუძლია ნებისმიერ სფეროში მოხადინოს ინვესტიცია. თუმცა, სასაცილო იქნებოდა გვეფიქრა, რომ იგივე არ ელის Google-ს, ან Facebook-ს“.
სრულიად შესაძლებელია, ამბობს ვოზი, რომ Apple ხელს მოკიდებს კოსმოსის ათვისებას და უდიდეს როლს ითამაშებს მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტის კოლონიზაციაში. ამაში კომპანიას ხელოვნური ინეტელექტი დაეხმარება, რომელიც იმ დროისათვის ადამიანის განუყრელი თანაშემწე გახდება. იქნება, თუ არა iPhone-ის ადგილი მომავალში? ალბათ ჩვენ მას გამოვიყენებთ ახლობლებთან სხვა პლანეტებზე კავშირისათვის.