Apple Watch-ის შემდეგმა თაობამ შესაძლოა სისხლში შაქრის შემცველობის ჩადგმული ანალიზატორი მიიღოს, გვატყობინებს CNBC სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით. ბიომეტრული სენსორი, რომლის შექმნას კუპერტინოში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, შესაძლოა უკვე ამ შემოდგომაზე მივიღოთ, ახალი აიფონის გამოსვლასთან ერთად.
როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, ამ ტექნოლოგიის შექმნა Apple Watch-ის გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. შეფერხება ტექნოლოგიის უნიკალურობიდან გამომდინარე მოხდა: გლუკოზის გაზომვის სხვა სენსორებისგან განსხვავებით ეფლის გადაწყვეტილება არაინვაზიურია. ანუ არ ხდება ნემსის შეყვანა კანქვეშ.
Apple Watch ავტომატურ რეჟიმში შეძლებს მფლობელის ორგანიზმზე დაკვირვებას, კანის საფარველის დაზიანების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ სენსორი გაივლის ლაბორატორულ კვლევებს, მისი გაყიდვაში გამოსვლა ნამდვილ რევოლუციას მოახდენს ამ დარგში.
გამოგონების აშკარა სიკარგის მიუხედავად, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ის Apple Watch-ის შემდეგ ვერსიებში გამოჩნდება. ამას სხვათაშორის DigiTimes-ის ანალიტიკოსების ეთანხმებიან, რომლეთა მოსაზრებით ეფლის საათის მესამე თაობა დიდად არ იქნება განსხვავებული პირველი ორი თაობისაგან.
წყარო: cnbc.com