iPhone კვლავაც რჩება ყველაზე პოპულარულ სმარტფონად ახალგაზრდებს შორის. ამის შესახებ გვამცნობს Piper Jaffray-ს კვლევა.
აშშ-ში გამოკითხულ მოზარდთა 76% აცხადებს, რომ მათ აქვთ iPhone, 2016 წლის გაზაფხულზე ეს მონაცემი 7 პროცენტით უფრო დაბალი იყო. მაგრამ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა (81%) ამტკიცებს, რომ მათი შემდეგი ტელეფონი აუცილებლად Apple-ისაგან იქნება.
ექსპერტები სპეცუალურად ატარებენ ასეთ გამოკითხვებს, რათა შეისწავლონ მოთხოვნა ახალი თაობის აიფონებზე, რომლებიც ამ შემოდგომაზე გამოვა. დადებითი ტენდენცია აქვს აგრეთვე Apple Watch-ს — სულ უფრო მეტ მოზარდს სურს მისი შეძენა.
ბოლო რამდნეიმე წელია აიფონი არაერთხელ გახდა ყველაზე პოპულარული სმარტფონი არა მარტო ამერიკელ, არამედ ევროპელ მოზარდებს შორისაც. თქვენ თუ აპირებთ ახალი თაობის აიფონის ყიდვას?
წყარო: 9to5mac.com