როდესაც Apple ზღუდავს ძველ მოწყობილობებზე უახლესი ოპერაციული სისტემის მხარდაჭერას, ბევრი ამ ფაქტს აღშფოთებით და აგრესიით ხვდება. მაგრამ ეს ყველაფერი რეალური და ლოგიკურია, რადგან ახალი ოპერაციული სისტემა შესაბამისად მოითხოვს ახალ, ძლიერ მოწყობილობას. მაგრამ მომხმარებლები ამბობენ, რომ ჩვენ როდესაც Apple არ გვაძლევს განახლების საშუალებას, ჩვენი მოწყობილობები თანამედროვეობას ეთიშებიან.
ახალი iOS-ის გარეშე რჩება 44 მილიონი მომხარებელი, რომლებსაც აქვთ iPhone 5 და iPhone 5C – იუწყება Arena. 32 ბიტზე კუპერტინოში თვლიან, რომ მოძველდა და უნდა განვაახლოთ iPhone-ბი და iPad 64 ბიტის ჩიპზე. გარდა ამისა Apple დაიწყებს App Store-დან წაშლას 32 ბიტიანი აპლიკაციების.
შემდეგი iOS იქნება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება ოპერაციული სისტემის თვალსაზრისით, მისი გამოსვლის შემდეგ დაახლოებით 200 000 აპლიკაცია გაქრება App Store-დან, რომელიც ჯერ კიდევ 32 ბიტიანია.