სიახლეები

ვინ არის საუკეთესო მწარმოებელი პორტატული კომპიუტერის? Macbook Pro? Comeback?

219views

Apple აღარ არის საუკეთესო მწარმოებელი ლეპტოპისა, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა LaptopMag. როგორც ჩანს აღნიშნულ კვლევაში Apple-ის Macbook მიუხედავად მის მიმართ დიდი სიმპატიებისა და პოპულარობისა, 5 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ჩინურ კომპანიას Lenovo-ს. რეიტინგის სწრაფ ვარდნას ექსპერტები რამოდენიმე მიზეზით ხსნიან: 1. შეზღუდული ფუნქციონალი 2. გარე კონექტორები 3. რაც მთავარია დიდი ფასი, სხვა კომპანიების კომპიუტერებთან შედარებით.

კვლევების გათვალისწინებით დაიწყეს კრიტიკოსებმა მიმოხილვები შედეგებზე. Apple-ის Macbook-ს აქვს უნიკალური მახასიათებლები, პირობები, საგარანტიო მომსახურება, სხვადასხვა ტექნიკის მხარდაჭერა. მოწყობილობა კომფაქტური, ეფექტური და კარგად აშენებულია. საოცრად კომფორტული დიზაინითა და მოსახერხეხებელი ფორმებით… მაგრამ, ამ ყველაფერს ჭირდება ერთი ორი დიდი ფულის ტომარა გადამყვანებისთვის.

თავისთავად Touch Bar საკმაოდ დიდი გარღვევაა ახალ Macbook-ში, მაგრამ ურთიერთქმედება მასთან სასიამოვნო განცდაა, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რამდენად საჭიროა, სასარგებლო და ზოგჯერ აუცილებელიც სენსორული ეკრანი ლეპტოპზე. უფრო მეტიც, რადგან Apple-მა მიატოვა ახალ Macbook-ებში ძველი USB შესაერთებელი, მომხმარებლების დიდ რაოდენობას შეუქმნა ძალიან დიდი დისკომფორტი და აიძულა ეფიქრა, ნამდვილად უნდოდა თუ არა ახალი Macbook-ი.

იმისთვის, რომ ლიდეორბის პოზიციების დაუბრუნდეს Apple, უნდა იფიქროს ინოვაციაზე, რაღაც ისეთზე რაც გამოასწორებს სიტუაციას. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, Apple-ის გამბექი აუცილებლად მოვა და ახალი Macbook Pro-ს ახალი მოდელი იქნება!

Comments

comments

Leave a Response