სიახლეები

სტივ ჯობსის ბაზრის გათვლები 2010 წლიდან

Mac Pro. Photo: Josh Valcarcel/WIRED
479views

პროფესიული მაკ-კომპიუტერების დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ავიღოთ თუნდაც Mac Pro და Mac mini, რომლებიც უკვე წლებია არ განახლებულა. წამიერად ამ სიტუაციის შეცვლა არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა და ეფლმა ეს აღიარა. მაგრამ იქნება და ასეც უნდა იყოს? მითუმეტეს, თუ ეს სტაგნაცია სტივ ჯობსმა ჯერ კიდევ 2010 წელს იწინასწარმეტყველა?

„როდესაც ჩვენ სასოფლო-სამეურნეო ერი ვიყავით, ჩვენს გზებზე მხოლოდ სატვირთო ავტომობილები მოძრაობდნენ, ვინაიდან ისინი საჭირო იყო ფერმებში. თუმცა დროთა განმავლობაში, როდესაც ჩვენ ქალაქებში გადავედით საცხოვრებლად, მსუბუქი ავტომობილები ვარჩიეთ… პერსონალურ კომპიუტერებს სატვირთო ავტომობილების ბედი ელით. ისინი კვლავინდებულად იქნებიან ჩვენს გარშემო, შეინარჩუნებენ თავის ღირებულებას, მაგრამ ამ ტექნიკით ათიდან ერთი მომხმარებელი ისარგებლებს“, — განაცხადა სტივ ჯობსმა.

მიუხედავად მაჩვენებლების ურთიერთგამომრიცხავი მაჩვენებლებისა, პორფესიული მაკ კომპიუტერების ოფიციალური სტატისტიკა არც ისე სახარბიელო სიტუაციას გვიჩვენებს. ინფორმაციის მიხედვით, ეფლის კომპიუტერების მხოლოდ 20% არის სამაგიდე ვერსია. დანარჩენი 80% ნოუთბუკებია.

თქვენ რომელი მაკი გაქვთ? გაგვიზიარეთ.

Comments

comments

Leave a Response