სიახლეები

ქსელში iPhone 8-ს პირველი სქემები გამოჩნდა

316views

ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ამას ელოდით! ქსელში გამოჩნდა ეფლის მომავალი ფლაგმანური ტელეფონის სქემატური გამოსახულება. ფერების გარეშე, მაგრამ სულ არაფერს, ნამდვილად ჯობია!

როგორც მოსალოდნელი იყო, სმარტფონი მიღებს კორპუსს ჩარჩოს გარეშე. Home ღილაკი ვირტუალური იქნება.

ახლა Touch ID განვიხილოთ. თითის ანაბეჭდების სკანერი არ ჩანს კორპუსის არც წინა და არც უკანა მხარეზე. შესაბამისად, ის ეკრანში იქნება ჩამონტაჟებული. გაჯეტის ზედა ნაწილში ორი მოდულია განთავსებული, სავარაუდოთ კამერები — სახეების ამოცნობის ლაზერული სენსორი, ან თვალის ანაბეჭდის.

უნდა ავღნიშნოთ, რომ უკანა მხარეს ორმაგი კამერა აშკარად ჩანს, თუმცა არა ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურად. ჯერ-ჯერობით სულ ესაა.

სავარუდოთ, iPhone 8  OLED ეკრანით იქნება აღჭურვილი და დამუხტვის უსადენო ტექნოლოგიით. და თუ ეს სქემები რეალურია, Samsung Galaxy S8 მასთან კონკურენციაში დამარცხდება!

Comments

comments

Leave a Response