სიახლეები

ფანტასტიური iMac Pro გამოდის! ოქტომბერში!

165views

ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა Mac Pro-ს განახლების და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, ჩვენ გავიგეთ, რომ განახლდება აგრეთვე iMac-იც.

რედაქცის ხელთ ჩაუვარდა სამომავლო განახლების ტექნიკური ნიუანსები. კოდური სახელწოდება „iMac Pro“. გამოშვება დაგეგმილია 2017 წლის ოქტომბერზე. აი, რა გველოდება:

პროცესორი: iMac აღჭურვილი იქნება Intel Xeon E3-1285 v6 პროცესორით. Intel-ს ჯერ-ჯერობით არ გმოუშვია ეს ჩიპი, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ წინა თაობის მოდელით E3-1285, პროცესორი იქნება E3-1280 v6-ის განახლება და აღჭურვილი იქნება Intel HD P630 გრაფიკული ჩიპით.

გრაფიკა: iMac მიიღებს AMD-ს ახალი თაობის გრაფიკულ ჩიპს, ვირტუალური რეალობის მხარდაჭერით. მიმდინარე 27 დუიმიანი მოდელები AMD Radeon R9-ზე მუშაობს.

ოპერატიული მეხსიერება: iMac-ში შეცდომების კორექციის ფუნქციით აღჭურვილი მეხსიერება იქნება, ECC. მინიმუმ 16 გბაიტი, მაქსიმუმ — 64 გბაიტი.

დისკური სივრცე: NVMe ტიპის მეხსიერება უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას კალსიკურ SSD დისკებთან შედარებით.

ინტერფეისები: კომპანია ახალ მოდელს აგრეთვე USB-C ტიპზე გადაიყვანს და სავარაუდოთ სხვა ტიპის გასარტები არ ექნება კომპიუტერს.

Comments

comments

Leave a Response