Apple ცდილობს ნელნელა ამოიღოს 32 ბიტიანი აპლიკაციები App Store-დან. მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის, რადგან ბევრ დეველოპერი არ აპირებს თავისი აპლიკაციის განახლებას 64 ბიტზე. როგორც ჩანს, კომპანია შემოდგომაზე კვლავ აპირებს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ამ მიმართულებით.
iOS-ის დეველოპერი სტივენ სმიტის თქმით, iOS 11-ზე Apple მთლიანად შეწყვიტავს მხარდაჭერას 32 ბიტზე. მომხმარებლები, ვინც განაახლებენ თავის მოწყობილობებს, უნდა გაითვალისწინონ რომ ვერ შეძლებენ მოძველებული პროგრამების დაყენებას.
ანალიტიკოსები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ამავე დროს App Store-დან დაიწყება გლობალურად 32 ბიტიანი აპლიკაციების წაშლა. როგორც კომპანიის ინჟინერები ამბობენ, 32 ბიტიანი აპლიკაციები უარყოფით ზეგავლენას ახდენენ მოწყობილობების მუშაობაზე.