როდესაც Apple-მა ახალი MacBook Pro გამოუშვა სენსორული Touch Bar პანელით, ბევრმა ჟურნალისტმა ივარაუდა, რომ კარგი იქნებოდა ანალოგიური პანელის არსებობა გარე კლავიატურაშიც — Magic Keyboard. კუპერინომ არ დააყოვნა და დააპატენტა აღნიშნული მოწყობილობა.
შესაბამისი დოკუმენტი გამოჩნდა აშშ-ს საპატენტო ბიუროში. საუბარია „ეჯრანულ ზოლზე“ რომელიც განთავსებულია კლავიატურის ზედა ნაწილში, სადაც გამოსახული იქნება შესაბამისი აპლიკაციების ხატულები და სხვადასხვა ხელსაწყოები სისტემის სამართავად. პანელის მარჯვენა მხრიდან განთავსებულია თითის ანაბეჭდების სკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კომპიუტერის განბლოკვა და Apple Pay-თ თანხის გადახდა.
ცხადია, რომ საუბარია Touch Bar-ის სრულფასოვან ანალოგზე, რომლითაც ისარგებლებენ Mac Pro, iMac და ეფლის სხვა სამაგიდე კომპიუტერების მფლობელები. თუმცა, არავინ დაგიშლით იყიდოთ ეს კლავიატურა და ეფლის ნოუთბიკთან ამუშაოთ.
წყარო: Patently Apple