სიახლეები

ვარაუდი: iPhone 8 $850-900 ეღირება

221views

მოსალოდნელია, რომ iPhone 8 რადიკალურად განახლებული დიზაინით მომხმარებელს $1000-ზე მეტი დაუჯდებათ. თუმცა, ანალიტიკოსი სტივენ მილუნოვიჩი არ ეთანხმება ამ პოზციას.

მილუნოვიჩი ამტკიცებს, რომ ფლაგმანი iPhone-ის ფასი $1000-ზე ნაკლები იქნება, Apple-ის ფასწარმოქმნის სტრატეგიის ფარგლებში. ის ასევე ფიქრობს, რომ 5.8 დუიმიანი მოწყობილობა საფუძვლიან კონკურენციას გაუწევს 6.2 დუიმიან Samsung Galaxy S8 +-ს. სწორედ ამან მისცა მას საფუძველი ეფიქრა, რომ Apple-ს სამსუნგისნაირი ფასი ექნება.

აგრეთვე აღნიშნულია, რომ 256 გბაიტიანი მოდელი სავარაუდოთ $950-1000 ეღირება. ხოლო iPhone 7s და iPhone 7s plus კვლავაც $649-749 ფარგლებში დარჩება.

აი ამონაწერი მილუნოვიჩის ბოლო კვლევითი სტატიიდან:

ზოგიერთი მოსაზრების საპირსიპიროდ, კუპერტინოს ფასები სრულიად კონკურენტუნარიანია. Apple-ს უყვარს საკუთარი პროდუქტების პოზიცირება პრემიალურ სეგმენტში. ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ Apple შორს წავა ფასის იმ წერტილიდან, სადაც მდებარეობს სამსუნგის ყველაზე ძვირი მოდელი ($840-850) და შეინარჩუნებს საწყისი OLED მოდელის ფასს $850-900 ფარგლებში. 256 გბაიტიანი მოდელი $950-100 ეღირება.

უნდა ავღნოშნოთ, რომ ანალიტიკოსი მსჯელობს საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა შიდაკორპორატიული წყაროებით. ამიტომ მისი პროგნოზები შესაძლოა ნაკლებ ზუსტი აღმოჩნდეს.

წყარო: MR

Comments

comments

Leave a Response