სიახლეები

Apple ალუმინის ნაცვლად სხვა ლითონს გამოიყენებს

163views

კუპერტინოში მოიფიქრეს, რითი შეცვალონ ალუმინი თავისი მოწყობილობების კორპუსებში. ახალი მასალა, რომელსაც Apple გამოიყენებს Unibody-კორპუსებში, შესაძლოა ტიტანი გახდეს. მწარმოებლის სავარაუდო გეგმებს ადასტურებს პატენტი, რომელშიც აღწერილია ლითონის კომპონენტების დამუშავებისა და ანოდირების ხერხები ნაწილაკების ვაკუუმური დაფენით აიროვანი ფაზიდან.

მომავალში აღნიშნული ტექნოლოგია გამოყენებული იქნება Apple Watch, Apple TV, iPad, iPhone, MacBook-ების კორპუსების წარმოებისას, ასევე დისტანციური მართვის პულტებში, საათების სამაჯურებში და ა.შ.

ტიტანის შენადნობის ძირითადი უპირატესობაუფრო მაღალი გამძლეობაა და ასევე სიმსუბუქე, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს მოწყობილობის წონა მისი მედეგობის შემცირების გარეშე. ტექნიკის წარმოების ერთადერთი წინაღობა ამჟამად თვითღირებულების უფრო მაღალი მაჩვენებელია.

გამორიცხული არ არის, რომ მომავალი მოწყობილობების კორპუსები მთლიანად ფორებიანი პლასტიკატისკგანაც დამზადდეს. ამაზე მეტყველებს სხვა პატენტი, რომელიც მოძიებული იქნა აშშ-ს საპატენტო სამსახურის არქივებში. აღნიშნული მასალა შეძლებს არა მარტო სიგნალების გადაცემის გაუმჯობესებას, რამედ კორპუსს დაიცავს დაზიანებებისაგან დაცემის დროს.

წყარო: Patently Apple

Comments

comments

Leave a Response