მეგობრებო! დღეს სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ!
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ლაშხის თქმით, 99 პროცენტით მოსალოდნელია, რომ 2017 წლის ბოლომდე, Apple App Store საქართველოსთვისაც გაიხსნება. — ლაშხმა On.ge-ს უთხრა, რომ ამის თქმის საშუალებას მას Apple-თან გამართული მოლაპარაკებები და კომპანიისგან მიღებული დაპირება აძლევს.