სიახლეები

Apple — ნოუთბუკების ყველაზე პატიოსანი მწარმოებელია

193views

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ Which? ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა, რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა, რამდენად შეესაბამება თანამედროვე ნოუთბუკების ავტონომიურად მუშაობის რეალური მონაცემები მწარმოებლების მიერ ნათქვამს. ამ კვლევის გამარჯვებული კომპანია Apple-ის ნოუთბუკები გახდნენ, რომელთა მონაცემები არა მარტო დაემთხვა, არამედ უკეთესი მონაცე,ებიც კი აჩვენა.

სულ ექსპერიმენტში შვიდი მწარმოებელი მონაწილეობდა, Apple-ის გარდა: Acer, Asus, Dell, HP, Lenovo და Toshiba. თვითონ კვლევა ითვალისწინებდა ყველაზე გავრცელებული ამოცანების შესრულებას, რომლებითაც რიგითი მომხმარებლები ტვირთავენ თავიანთ მოწყობილობებს: ფილმების ყურება, ინტერნეტში ძრომიალი და დოკუმენტებთან მუშაობა.

ტესტის შედეგებით 2016 წლის 13 დუიმიანმა MacBook Pro-მ 10 საათი და 15 წუთი აჩვენა, მაშინ როდესაც HP Pavilion-მა მწარმოებლის მიერ მითითებული 9 საათის ნახევარიც ვერ „გაქაჩა“ და 4 საათსა და 25 წუთში გაითიშა. ოდნავ უკეთესი აღმოჩნდა 15 დუიმიანი Dell Inspiration 5000. მან 3 საათი და 58 წუთი იმუშავა, განცხადებული 7 საათის ნაცვლად.

საინტერესოა, რომ ადრე 2016 წლის MacBook Pro აუტსაიდერად იყო გამოცხადებული. ამ დასკვნამდე მივიდნენ Consumer Reports-ის ექსპერტები, როდესაც მათ დატესტეს კომპანიის ნოუთბუკები. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ტესტირება ხარვეზებით იყო ჩატარებული.

წყარო: express.co.uk

Comments

comments

Leave a Response