სიახლეები

ლუკ ტოდესკო: iOS 10.3 — ჯოჯოხეთური განახლებაა!

233views

iOS 10.3-ის გამოსვლისთანავე ცნობილმა ჰაკერმა, ლუკ ტოდესკომ, რომელმაც თავის დროზე iOS 10 — iOS 10.2.1 გატეხა, განაცხადა ჯეილბრეიკის სცენიდან წასვლა. ამის შესახებ მან განაცხადა თავის Twitter-ანგარიშში:

  1. შეინახეთ blobs-ები;
  2. თუ ახლა გაქვთ iOS 10.2.1, დარჩით მასზე, თუ გინდათ რომ კვლავ გქონდეთ ჯეილი;
  3. მე მივდივარ ჯეილბრეიქიდან.

ტოდესკომ აღნიშნა, რომ არ აპირებს დაჰაკვის მცდელობის გაგრძელებას. ხოლო ორშაბათს გამოსულ iOS 10.3-ს ჰაკერმა „უსაფრთხოების ჯოჯოხეთური განახლება“ უწოდა.

ცოტა ადრე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-მა დაიქირავა საუკეთესო ჯეილბრეიქ-ჰაკერები, რათა საკუთარი საოპერაციოს სისტემა ყველაზე დაცული გაეხადა. როგორც ჩანს, გატეხილი iOS-ის ხანა თანდათან დასასრულს უახლოვდება.

წყარო: Twitter

Comments

comments

Leave a Response