სიახლეები

iOS 10.3-ის სიახლეები ვრცლად

396views

ამა წლის 24 იანვარს გამოვიდა iOS 10.3-ის პირველი ბეტა-ვერია, რომელშიც ეფლმა გვიჩვენა მთელი რიგი სიახლეები, რომელთა სრულფასოვანი გამოყენებას ჩვენ შევძლებდით საოპერაციო სისტემის ფინალურ ვერსიაში, ტესტორების დასრულების შემდგომ.

  • ინტერფეისის მუქი რეჟიმი კვლავა არ არის ხელმისაწვდომი. Theater Mode, რომელზეც ჭორები დადიოდა, ჯერ-ჯერობით Apple Watch-ის პრეროგატივაა;
  • ახლა iOS-ში ჩამონტაჟებულია AirPod-ების ძებნის რეჟიმი. გარე პროგრამების ნაცვლად, Apple-მა ეს ფუქნცია სტანდარტულ Find My Phone-ში დაამატა;

  • ასევე შესაძლებელი გახდა App Store-ის გამოხმაურებების შეფასება. ამ სიახლით, შეგეძლებათ მონიშნოთ სასარგებლო გამოხმაურებები, ან იჩივლოთ, თუ რამე ისეთი წერია;

ეს ფუნქცია დროთა განმავლობაში გაფაროვდება და შესაძლებელი იქნება გამოხმაურებების დახარისხება.

  • დეველოპერებს შეუძლიათ პასუხის გაცემა App Store-ში. ამ ფუქნციით ეფლი ვარაუდობს უკუკავშირის დამყარებას აპლიკაციის შემქმნელსა და მომხმარებელს შორის;
  • Podcast აპლიკაციას გაუჩნდა ვიჯეტი. მასზე გამოსახულია პოდკასტების არხები და უბრალო დაწკაპუნებით შესაძლებელია ნებისმიერის გაშვება;

  • ახალი ფაილური სისტემა APFS. ეს სიახლე უფრო დეველოპერებს დააინტერესებთ, ვიდრე მომხმარებლებს. მაგრამ ამ სიახლემ ძლიერ უნდა ააჩქაროს iOS-მოწყობილობები;

სუფთა სუბიექტურად, ავტორის iPad mini 2, რომელიც უკვე ვეღარ დაიკვეხნიდა სიმკვირცხლით, გაცილებით სწრაფი გახდა.

  • ხატულების სწრაფი შეცვლა მთავარ ეკრანზე. ახლა დეველოპერებს შეუძლიათ აპლიაკციის განახლების გარეშე გააკეთონ;

ამ ხერხით შესაძლებელი იქნება ხატულების გამოყენება მცირე ვიჯეტების მსგავსად, მიმდინარე თარიღის, ამინდის, დროის და ა.შ. საჩვენებლად.

  • აპლიაკციების გახსნა-დახურვის ახალი ანიმაცია. ფანჯრის კუთხეები მომრგვალებულია;

  • ახალი მენიუს Apple ID-ის განყოფილებაში. ის პირველ ადგილს იკავებს სიაში. აქ გადმოიტანეს სრული ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ და ყველაფერი ძალიან კარგად არის გაკეთებული;

  • iCloud-ის დისკური სივრცის ვიზუალური გამოსახვა. ახლა ღრუბლოვანი საცავი ჩანს დიაგრამის სახით, ფაილის ტიპების მიხედვით;

  • Siri-ს მუშაობის შესაძლებლობის გაფართოვება სხვა აპლიკაციებში. ხმოვანმა ასისტენტმა არა მარტო იცის ყველაფერი მაგალითად კრიკეტის შესახებ (ჩვენ რად გვინდა, თორემ ვინ ოხერი!), არამედ ასევე შეუძლია ანგარიშების გადახდა, მოგზაურობის დაგეგმვა და ა.შ.
  • CarPlay ემზადება ელექტრომობილებისათვის. ახლა ის აჩვენებს დარჩენილ მანძილს დამტენ სადგურამდე. პლუს ამისა — აჩვენებს ბოლო გაშვებულ აპლიკაციებს;
  • მენიუ Settings > Privacy > Diagnostics & Usage Data გადაკეთდა ახლა განთავსებულია აქ: Settings > Privacy. მაგრამ ფუნქციები იგივე დარჩა;
  • „რუკებში“ დაემატა ახალი ქმედებები 3D Touch-ისათვის. თითის ძლიერი დაჭერით სასურველ არეზე, შეგეძლებათ ინფორმაციის ნახვა ამინდის შესახებ;
  • HomeKit-მა ისწავლა ახალ აქსესუარებტან მუშაობა. ახლა სისტემას შეუძლია ურთიერთქმედება პროგრამირებად ჩამრთველებთან;
  • ფარული კლავიატურა iPad-ზე ცალი ხელით შეტანისათვის. ამას პირველი აიპედის გამოსვლიდან ველოდებით, ანუ 2010 წლიდან;

  • დეველოპერებს შეუძლიათ აპლიკაციის შეფასების თხოვნა. თვითნაკეთი კოდის ნაცვლად, შესაძებელია სტანდარტულის გამოყენება;
  • iOS 10.3 არ მუშაობს Yalu ჯეილთან;
  • iOS 10.3 მარტში გამოვიდა, ისევე როგორც გასული წლის მარტში 9.3.

Comments

comments

Leave a Response