როგორც ეფლის თემატიკაში ტრიალის მრავალწლიანი გამოცდილება გვკარნახობს, iPhone-ის ახალი მოდელისაკნე გზა ქსელში „შემთხვევით“ გაჟონილი სპეციფიკაციებით იწყება. თავიდან მოდის ინფორმაცია, რომ ეფლის პრატნიორი კომპანია იწყებს პროცესორების გამოშვებას, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება ახალი აიფონში.
მას ასე, პირველი ნაბიჯი გადადგმულია: ჩინური გამოცემა Economic Daily News გვატყობინებს, რომ კომპანია TSMC მზადაა დაიწყოს ახალი ჩიპის, A11-ის გამოშვება. კომპონენტი გამოვა 10 ნანომეტრიანი, FinFET ტექ. პროცესის ბაზაზე და ჩიპების საკმარისი რაოდენობა მზად იქნება სექტემბრის პრეზენტაციისათვის.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2017 წელს იგეგმება 100 მილიონი ასეთი ჩიპის წარმოება, რაც მეტია ვიდრე გასულ წელს გამოშვებული A10 Fusion, iPhone 7-ის��თვის.
ჯერ-ჯერობით სხვა ტექნიკური დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა უდავოა ის ფაქტი, რომ ის გაცილებით მძლავრი და ენერგო ეფექტური იქნება, ვიდრე წინამორბედი.