როგორც მოსალოდნელი იყო, Apple-მა გუშინ გამოუშვა განახლება 10.3 iOS საოპერაციო სისტემისათვის. განახლება შეიცავს მთელ რიგ ცვლილებებს.
სანამ დაიწყებთ განახლების დაყენებას თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, კიდევ ერთხელ გვინდა გაგაფრთხილოთ, გააკეთოთ სამარქაფო ასლი!
მაშ ასე, რა არის ახალი:
- დაემატა ახალი 3D Touch მოქმედება ამინდის აპლიკაციაში;
- გაფართოვდა HomeKit-მოწყობილობების მხარდაჭერა;
- პოდკასტების აპლიკაციას საკუთარი ვიჯეტი გაუჩნდა;
- სრულიად გადამუშავდა Apple ID-ის განყოფილება;
- სისტემაში ჩანაცვლდა ფაილური სისტემა სრულიად ახლით, APFS;
- გაუმჯობესდა Siri და CarPlay;
- შესაძლებელი გახდა AirPods-ების მოძებნა Find My Phone აპლიკაციით;
- შეიცვალა მრავალამოცანიანობის პანელის გახსნის ანიმაცია;
- კალენდარში დაემატა არასაჭირო მოწვევების წაშლის შესაძლებლობა და მათი მონშვნა სპამად;
- აპლიკაციაში „Home Kit“ შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სცენარების გაშვება აქსესუარების დახმარებით;
- დაემატა 3D Touch ვიჯეტი „დღეს“ პოდკასტებში;
- დაემატა პოდკასტების გამოშვებების გაზიარების შესაძლებლობა „შეტყობინებების“ აპლიკაციის საშუალებით;
- გასორდა შეცდომა, რომელიც იწვევდა მიმდინარე გეოპოზიციის გამოსხვის შეცდომას;
- სტაბილური გახდა VoiceOver ტელეფონის აპლიკაციასტან მუშაობისას.
ამის გარდა, განახლება შეიცავს სისტემის საერთო ოპტიმიზაციას და შეცდომების გასწორებას. განახლება დაახლოებით 600-800 მბაიტს იკავებს.