სიახლეები

Apple Music ამარცხებს Spotify-ს

386views

მართალია, ეფლის ხელმძღვანელობა არ არის კმაყოფილი თავისი მუსიკალური სერვისის წარმატებებით, ეს უკანასკნელი მაინც ამყარებს საინტერესო რეკორდებს. მოიხედავად მომხმარებელთა დიდი სხვაობისა Spotify-სთან შედარებით (რომელშიც თითქმის 30 მილიონი მომხმარებელია), Apple Music-ის მომხმარებლები უფრო აქტიურები არიან.

ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილმა შემსრულებელმა დრეიკმა ახალი ალბომი გამოუშვა, „More Life“. ის არ გახდა Apple Music-ის ექსკლუზივი და პარალელურად Spotify-შიც გამოვიდა დაახლოებით იგივე დროს. მიუხედავად ამისა, პირველი 24 საათის განმავლობაში ალბომს 90 მილიონი მოსმენა ჰქონდა Apple Music-ში და 60 მილიონი — Spotify-ში.

გამოირცხული არ არის, რომ მომხმარებელტა გემოვნება ორივე ნაკადური მუსიკის სერვისში ძლიერ განსხვავდება და Spotify-ს მსმენელთა შორის დრეიკის ფანატი ნაკლებია. მიუხედავად ამისა, არტისტის ალბომი მაინც რეკორდული გახდა სერვისის არსებობის განმავლობაში.

ასე რომ ან Spotify ყველაფერს არ ამბობს, ანდა მისი მომხმარებლები ისეთი აქტიურები არ არიან, როგორც Apple Music-ში. ნებისმიერ შემთხვევაში, კუპერტინოში აუცილებლად გამოიყენებენ სტატისტიკას, რათა ის გამოიყენონ ერთ-ერთ უახლოეს პრეზენტაციაზე.

Comments

comments

Leave a Response