შედარებით მსხვილი სიახლეების შემდეგ, მცირეზეც ვისაუბროთ. ეფლმა წარმოადგინა Apple Watch-ის სამაჯურების ახალი კოლექცია, აგრეთვე iPhone 7-ის ახალი შალითებიც.
კომპანიის ასორტიმენტში წარმოდგენილია დაწნული ნეილონის სამაჯურები, Nike-ის სპორტული სამაჯურები და Apple Watch Hermès სამაჯურები.
რა სევიდა ახალი სამაჯურების კომექციაში:
- სპორტული სამაჯურები, შემდეგი ფერების: „ზღვისფერი ხრეში“, „ვარდისფერი კამელია“;
- დაწნული ნეილონის სამაჯურები, შემდეგი ფერების: „ტყის კენკრა“, „ცისფერი ტბა“, „ყვითელი მტვერი“;
- სამაჯურები: „ლურჯი საფირონი“, „ტყის კენკრა“ და პლატინისფერ-ნაცრისფერი კლასიკური სამაჯური.
Apple Watch Nike+
სპორტული სამაჯურები Apple Watch Nike+ ახლა უკვე ცალკე გაიყიდება:
- ნახშირისფერი/შავი;
- სუფთა პლატინა/თეთრი;
- შავი/სალათისფერი.
Apple Watch Hermès
Apple Watch Hermès-ის კოლექცია შემდეგნაირია:
- ტყავის Double Tour, ფერი Bleu Zéphyr, 38 მმ;
- Manchette, ფერი Fauve ორმაგი სამაჯური, 38 მმ;
- Simple Tour, ფერი Lime, 42 მმ;
- Simple Tour, ფერი Colvert, 42 მმ.
iPhone 7-ის ახალი შალითები
შალითების კოლექცია ასევე შეივსო ახალი მოდელებით:
- ლურჯი საფირონი;
- პლატინისფერი-ნაცრისფერი;
- ტყის კენკრა;
- ვარდისფერი კამელია;
- ლაჟვარდისფერი;
- ზღვის ხრეში.