ხრიკები

როგორ დავტენოთ iPhone ორჯერ უფრო სწრაფად

802views

სწრაფი დატენვის ფუქნცია Android-მოწყობილობების დიდ ნაწილში უკვე არის. მისი საშუალებით შესაძლებელია მოწყობილობის დატენვა მუხტის 50%-მდე 30 წუთში. Apple-ს ჯერ არა აქვს დამატებული ეს ფუნქცია თავის მოწყობილობებში და სავარაუდოთ წელს დაამატებს, შემოდგომაზე. მანამდე ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ რამდენიმე ხრიკით აკუმლატორის სწრაფად დატენვისათვის.

გამოიყენეთ iPad-ის დამტენი

პირველი ხრიკი მდგომარეობს იმაში, რომ სტანდარტული დამტენის ნაცვლად გამოიყენოთ iPad-ის დამტენი. მისი ტექნიკური მახასიათებლები სჭარბობს iPhone-ისას — 12W/2.1A, მაშინ როდესაც აიფონს აქვს 5W/1A. 12 ვატიანი ადაპტერი გაცილებით უფრო სწრაფად დატენის აიფონს, Apple Watch-სა და iPod-ს, ვიდრე სტანდარტული. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ასეთი დამტენი, დაბეჯითებით გირჩევთ შეიძინოთ ამაზონზე, ის სულ რაღაც 20 დოლარი ღირს.

ჩართეთ ფრენის რეჟიმი

რეჟიმი „Airplane Mode“, ფრენის რეჟიმი გაცილებით ამცირებს აიფონის დატენვის დროს. აი, როგორ უნდა ჩავრთოთ ეს რეჟიმი:

  • შედით Control Center-ში ეჯრანზე თითის ქვემოდან ზემოთ ასმით;
  • დააჭირეთ თვითმფრინავის ხატუალიან ღილაკს.

ამ რეჟიმის აქტივაცია ასევე შესაძლებელია ალტერნატიული მეთოდით. შედით „Settings“ → Airplane Mode.

ყურადღება მიაქციეთ, რომ სმარტფონი ამ რეჟიმში ვერ მიიღებს ზარებს და შეტყობინებებს, ასევე არ ექნება მიერთება მობილურ ინტერნეტთან მანამდე, სანამ არ გამოხვალთ ამ რეჟიმიდან. არ დაგავიყდეთ რეჟიმის გამორთვა აკუმლატორის დატენვის შემდეგ.

ამ ხრიკების გამოყენებით აიფონის დატენვა დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად მოხდება.

Comments

comments

Leave a Response