საკულტო პიროვნების რეპუტაცია სტივ ჯობსმა სრულიად დაიმსახურა. ნებისმიერ ვიდეოს მისი მონაწილეობით მრავალი ასეული ათასი ადამიანი ნახულობს მსოფლიოს მაშტაბით, მუზეუმები კი რუდუნებით აგროვებენ ამ ვიდეოებს მომავალი თაობებისათვის. სტივის გარდაცვალებიდან უკვე 6 წელია გასული და შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი გაქვს ნანახი მისი მონაწილეობით, მაგრამ არა თურმე! წარმოგიდგენთ 1984 წლის ვიდეოს, რომელიც გადაიღეს, თაროზე შემოდეს და დაივიწყეს 30 წელზე მეტი ხნით.
თუ ვიდეო არ იხსნება, Adobe Flash-ია საჭირო — ასეთი „ხუმრობა“ მოგვიმზადეს საიტის ავტორებმა.
1984 წლის 24 ინვარს სტივ ჯობსმა პირველად წარმოადგინა Macintosh. ამ ღონისძიებაზე ძირითადად კომპანიის ინვესტორები იყვნენ წარმოდგენილი. ამ ღონისძიების ვიდეო დაბალ ხარისხში პრაქტიკულად ყველას აქვს ნანახი. მაგრამ თურმე ამ ღონისძიებიდან ერთი თვის შემდეგ ჩატარდა კიდევ ერთი პრეზენტაცია, Boston Computer Society-ში. ამჯერად ეს პრეზენტაცია ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ჩატარდა.
90 წუთიანი ვიდეო-რგოლი შენახული აღმოჩნდა U-matic-ის ფორმატის ვიდეო-კასეტებზე, რომლებიც ამასწინათ იპოვნა ჟურნალისტმა ჰარი მაკკრეკენმა. ეს ვიდეო არა მარტო უფრო მაღალი ხარისხისაა, არამედ აგრეთვე შეიცავს საინტერესო ინფორმაციას ბოლო მესამედში, სადაც ჯობსი პსუხობს კითხვებს. გირჩევთ გამოყოთ თქვენი დროის საათნახევარი და სასიამოვნოდ გაატოროთ ის.
წყარო: time.com