1976 წელს ეფლის თანადამფუძნებელმა, სტივ ვოზნიაკმა დააპროექტა და შექმნა კომპანიის პირველი კომპიუტერი, Apple I. ეს მოდელი სულ 175 ცალი გაიყიდა, ფასი 666 დოლარი და 66 ცენტი (ჰა-ჰა, ხომ არ შეშფოთდით?). ამ ეტაპზე მხოლოდ 50-60 ცალია შემორჩენილი და აქედან მხოლოდ 8 მუშა მდგომარეობაში.
გერმანული აუქციონის სახლი Team Breker აპირებს გასაყიდათ გამოიტანოს „Apple I-ის კარგად შენახული ეგზემპლარი“, როგორც თვითონ ისინი აღწერენ ამ ლოტს. კომპიუტერის გარდა, მყიდველი მიიღებს დოკუმენტაციის დედანს, Apple-ის მხარდაჭერსი სამსახურის წერილს, კასეტურ მაგნიტოფონს და სტივ ჯობსსა და სტივ ვოზნიკს შორის სატელეფონო ჩანაწერებსაც.
აუქციონი 20 მაისს გაიმართება კიოლნში, გერმანია. გამყიდველი ანონიმი იჯინერია ბერკლიდან, კალიფორნია, აშშ.
ბოლო წლებში Apple I-ზე დიდი მოთხოვნილებაა და ფასიც ასტრონომიული. ამ ეტაპზე რეკორდსმენია 2014 წელს გაყიდული ეგზემპლარი, რომელმაც ყოფილ მფლობელს 905 ათასი (905000, კარლ!) დოლარი მოუტანა.