სიახლეები

Apple 200 ათასს აპლიკაციას მოკლავს iOS 11-ში

514views

ანალიტიკური კომპანია Sensor Tower გვაწვდის 64 ბიტიან არქიტექტურაზე გადასვლის წინასწარ სტატისტიკას. ჭორების თანახმად, Apple სრულად ამოიღებს 32 ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერას iOS-ის შემდეგ ვერსიაში.

ასეთი აპლიკაცია ამ ეტაპზე საერთო რაოდენობის 8%-ია, ანუ დაახლოებით 187 000.

ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში ეფლმა დაავალა დეველოპერებს, რომ მათ განეახლებინათ აპლიკაციები 64 ბიტიანი არქიტექტურის მხარაჭერით. 10.1 ვერსიიდან 32 ბიტიანი აპლიკაციის გაშვებისას გამოდის წარწერა, რომ ასეთი პროგრამა ანელებს თქვენს სისტემას.

შემოგომიდან, როდესაც iOS 11 გამოვა, ეს აპლიკაციები სრულიად შეწყვეტენ ფუნქციონირებას.

წყარო: appleinsider.com

Comments

comments

Leave a Response